მაღაზიის საწყობის თანამშრომელი
08-06-2026 - 09-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

 

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის  პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "მერანი".

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

 

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება.

      

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
  • კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება;
  • პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება;
  • ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება;
  • ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება;
  • როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
  • ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
  • შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას! 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<