კონსულტანტი - ბათუმი
20-07-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

თუ მოდა შენი ინტერესის სფეროა და გინდა კარიერის დაწყება ან განვითარება თანამედროვე, მეგობრულ და მზარდ გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
  • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

სამუშაო პირობები

ანაზღაურება: საშუალოდ 1300-1500 ლარი თვეში, (ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი).

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
  • 8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით). ცვლები: 09:40-18:40 ან 13:00-22:00;

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.

რას გააკეთებ?

  • მომხმარებლებს გაუწევ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაეხმარები მათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;
  • შექმნი სასიამოვნო, მეგობრულ და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების გამოცდილებას;
  • იზრუნებ სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგებასა და ვიზუალურ სტანდარტებზე;
  • მიიღებ და განათავსებ პროდუქციას სარეალიზაციო სივრცეში;
  • ითანამშრომლებ გუნდთან საერთო მიზნებისა და საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

თუ საკუთარ თავს აქ ხედავ, მაშინ სწორედ შენ გეძებთ...

  • გაინტერესებს მოდა და სიამოვნებას განიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა;
  • ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და პოზიტიური;
  • გიყვარს ახალი ცოდნის მიღება და მუდმივი განვითარება;
  • შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • გსურს იმუშაო გარემოში, სადაც შენი შრომა ფასდება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა რეალურია.

თუ მზად ხარ გახდე Dressup Group-ის წარმატებული გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე შენი განაცხადი 2026 წლის 20 აგვისტოს  ჩათვლით, ჩვენ მოუთმენლად გელოდებით!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!